კვლევა: დღეში ერთი ჭიქა ღვინის დალევა დაბერებას ანელებს

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, შეგიძლიათ ჭიქა ღვინო მიირთვათ, შედეგად კი ასაკი ნაკლებად დაგეტყობათ. ისინი ვინც ერთ ან ორ ალკოჰოლურ სასმელს იღებენ დღიურად, არც ისე ხანდაზმულად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი რომლებიც ნაკლებს ან საერთოდ არ სვამენ”, - ადამიანის გენეტიკის ამერიკის საზოგადოების ანგარიშზე დაყრდნობით წერს The Independent.

კვლევამ, რომელშიც 656 “ევროპელი ამერიკელი” და 180 “აფრიკელი ამერიკელი” მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ყველა ტიპის მწეველში დაბერების ბიოლოგიური პროცესი უფრო მეტად იყო აჩქარებული, ვიდრე ღვინის ზომიერად მსმელებში. დაბერების პროცესს ასევე აჩქარებს ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება.

“ალკოჰოლის მოხმარების შერეული ეფექტები გამოიკვეთა. ზომიერად მიღება ხელს უწყობს ჯანსაღად დაბერებას, ძალიან დაბალ ან გადაჭარბებული მოხმარებისას კი, დაბერება ჩქარდება. ” - აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.