NASA მზეს 2015 წლის თითოეულ დღეს უღებდა ვიდეოს

ადამიანები მილიარდობით წლის ცეცხლოვან ბურთს არც ისე ხშირად უსწორებენ თვალს. ალბათ, იმ მიზეზით, რომ დროებითი სიბრმავე ააცილონ საკუთარ თავს.

სწორედ მათთვის, ნასა მზეს ყოველდღე უღებდა ვიდეოს 2015 წლის განმავლობაში და საბოლოო შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

"ჩვენ ახლა მას მზის დინამიკის კოსმოსური ობსერვატორიიდან ვუყურებთ. თითოეული ცვლილება, რაც მზის გვირგვინში მიმდინარეობს, ჩვენი შესწავლის ობიექტია" - ამბობს ნიკოლინ ვიალი ვიდეოში, ფიზიკოსი ნასადან.

აჩქარებულ ვიდეოში ვიალი ამოუცნობ საკითხებსაც განიხილავს. ფიზიკოსი ასევე საუბრობს მიზეზზე, თუ რატომ არის მზის გვირგვინი უფრო ცხელი, ვიდრე მისი ზედაპირი. "ჩვენ ვიცით, რომ აქ მაგნიტური ველი მოქმედებს, რომელიც მუდმივად იცვლება და მისი გავლენით, ენერგია მზის გვირგვინში გადადის" - ამბობს ის.