გაზაფხულზე თბილისს Soap&Skin ეწვევა

ავსტრიელი მუსიკოსი ანია პლაშგი საქართველოში მეორედაც ჩამოდის. მომღერალი თავისი ექსპერიმენტული პროექტის სახელით Soap&Skin-ით არის ცნობილი და ის თბილისს პირველად 2015 წელს, 5 დღიანი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2015-ის ფარგლებში, ეწვია.

ანია პლაშგი 2 მარტს, რუსთაველის თეატრში გამართული ახალი ექსპერიმენტალური პროექტის მუზამეს პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას. მუზამეს მიზანია თანამედროვე მუსიკის ქართველ მსმენელს განსხვავებული პროგრამები და ლაივები შესთავაზოს.

პრეზენტაციის ბილეთების ფასი 30, 40, 50 და 60 ლარია და მათი შეძენა შეგიძლიათ ჭავჭავაძის #7-ში მდებარე ბიბლუსის მაღაზიაში და ასევე Biletebi.ge-ზე.