Google-ის საჰაერო ბუშტმა შრი-ლანკას ტერიტორიაზე ინტერნეტის გავრცელება დაიწყო

შრი-ლანკას მთავრობის წარმომადგენლის მუჰუნთენ კენეჯის ინფორმაციით, შრი-ლანკაში გუგლის საჰაერო ბუშტი უკვე გამოჩნდა, რომელიც კუნძულს ინტერნეტით ამარაგებს.

შრი-ლანკა პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გუგლის პროექტის, Project Loon-ის, ფარგლებში მთელი კუნძულის მასშტაბით 3G ინტერნეტს მიიღებს. კუნძულს გუგლის 13 აეროსტატი "ეწვევა" და  21 მილიონ ადამიანს მისცემს ონლაინ სარგებლობის საშუალებას. 

ამბიციური პროექტი Google Loon 2013 წელს დაიწყო, მისი მიზანია მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლებს უფასო და ხარისხიან ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს. 

პროექტის საცდელი ვერსია 2014 წელს ახალ ზელანდიაში წარმატებით განხორციელდა.