კლასის სიურპრიზმა იუბილარ მასწავლებელს ემოციები მოჰგვარა

"ჩვენ საყვარელი მასწავლებლისთვის დაბადების დღის წვეულება მოვაწყეთ" - ამ სათაურით ბარლესონის სკოლის მოსწავლემ იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა. 

მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, ტექსასელმა მასწავლებელმა კაილ სიმპლერმა მოსწავლეებს უთხრა, რომ 10 წელზე მეტია დაბადების დღე ტორტით არ აღუნიშნავს. საუბარი მარტივად დასრულდა, თუმცა ახალგაზრდება გადაწყვიტეს, რომ საყვარელი მასწავლებელის 59-ე დაბადების დღე განსაკუთრებულ მოვლენად ექციათ.

მოსწავლეებმა ფული შეაგროვეს და სიმპლერს საჩუქრებთან ერთად ტორტი უყიდეს, რომელსაც მისი საყვარელი გმირის - კატა ფელიქსის სურათი ამშვენებდა. 

ვიდეოში ვხედავთ, რომ მასწავლებელი საკლასო ოთახში შედის, რომელიც სადღესასწაულოდ არის მორთული. ერთი მოსწავლე მას საჩუქარს აწვდის, დანარჩენები კი დაბადების დღის მისალოც სიმღერას იწყებენ.

გახარებულ და მადლიერ სიმპლერს ემოციების შეკავება უჭირს. "ესენი საოცარი ბავშვები არიან" - აღნიშნა მან მოგვიანებით.