პურის გამყიდველი, რომელიც ფოტომოდელად იქცა (ფოტო)

ფოტოგრაფი Ty Bello ბრიტანელ მუსიკოს თინი ტემპას ფოტოებს უღებდა ნიგერიაში, როდესაც კადრში შემთხვევით პურის გამყიდველი გოგო შემოვიდა. გოგონას სილამაზით აღფრთოვანებულმა ფოტოგრაფმა, ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა და დაწერა: „ბედნიერი ვიქნები, თუკი დაინტერესდება და მასზე პორტფოლიოს გავაკეთებ.“

 

პურის გამყიდველ გოგონას, ოლამოკ ორისაგუნას პატარა შვილიც ყავს, რომელთან ერთადაც იპოზიორა კამერების წინ. ახალბედა ფოტომოდელის პირველი ფოტოები ფოტო ჟურნალ This Day Style-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

პირველივე წარმატების შემდეგ, ამბავი მთელმა მსოფლიომ შეიტყო.

 

„როდესაც ფოტოები გადავიღე, იმედი მქონდა, რომ ბევრს დააინტერესებდა მისი ისტორია, მაგრამ ჩემს ყველაზე ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა მასშტაბის ინტერეს გამოიწვევდა", - ამბობს ფოტოგრაფი ბელო Huffington post-თან ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, ორისაგუნა აღფრთოვანებულია იმ ამბით, რომ მისი სამოდელო კარიერა დაიწყო.

 

იგი დღეს ასრულებს ორდღიან გადაღებებს CNN-თან, ის მსოფლიოში ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყაროდ იქცა, ეს ყველაფერი სიურეალისტურია,“- ამბობს ფოტოგრაფი.