ლაშა ბუღაძის წიგნი "ლიტერატურული ექსპრესი" გერმანიაში თარგმნეს

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ლაშა ბუღაძის წიგნი "ლიტერატურული ექსპრესი" გერმანულმა გამომცემლობამ Frankfurter Verlagsanstalt-მა გამოსცა. წიგნი გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა თარგმნა.

"ლიტერატურული ექსპრესი" მწერლის ექსპერიმენტული მატარებელია. ის ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერად შთაგონება, ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალება ხდება, ზოგისთვის კი - საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენიერი ქალის დევნა.

ლაშა ბუღაძის რომანი "ლიტერატურული ექსპრესი" 2010 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.