ამერიკის უძველესი მოლი ციცქნა საცხოვრებლებად გადააკეთეს

მას შემდეგ, რაც როდ-აილენდში არსებულმა ამერიკის უძველესმა მოლმა ვესტმინსტერ არქეიდმა საზოგადოებაში პოპულარობა დაკარგა, ნორსისტ ქოლაბრიტივის არქიტექტორებმა მისი ტრანსფორმაცია გადაწყვიტეს.

მოლი საცხოვრებელ სივრცედ გადაკეთდა. პირველ სართულზე 17 მაღაზიაა წარმოდგენილი, ხოლო მეორეზე - 48 დაფალფასიანი, ციცქნა მომხიბვლელი ბინაა. ვესტმინსტერ არქეიდის შენობას ორიგინალური, ძველბერძნული არქიტექტურული სტილი შენარჩუნებული აქვს, მისი გარდაქმნა ჯამში 7 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ოდესღაც პოპულარულ მოლში ახლა ბინის დაქირავება თვეში 550 აშშ დოლარად არის შესაძლებელი. ბინა ერთი საძინებლით, აბაზანით, მაცივრით, ნიჟარით, მიკროტალღური ღუმელით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, სავარძლებით და სათავსოთია აღჭურვილი. 

ციცქნა ბინებზე მოთხოვნა მაღალია. საცხოვრებლის განთავისუფლების შემთხვევაში, თავის რიგს 4 ათასი ადამიანი ელის.