რუბიკის კუბი რობოტმა 1 წამზე ნაკლებ დროში ააწყო

რუბიკის კუბის აწყობის სიჩქარეში ახალი რეკორდი დამყარდა და ის რობოტს ეკუთვნის, რომელმაც მრავალფერიანი პაზლი 20 მოძრაობით 0,887 წამში ააწყო.

რობოტების სამყაროში რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში რეკორდის დამყარების მცდელობები ბოლო პერიოდში ხშირი იყო. 5 თებერვალს ამერიკაში რობოტმა ის 0.9 წამში ააწყო.

ახალი მიღწევა გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენლებისგან აღიარებას ელოდება, მანამდე კი, წარმატებულმა გუნდმა შეჯიბრი გამოაცხადა. ის ვინც რობოტის რეკორდს პირველი მოხსნის, 1,000 დოლარს მიიღებს.