მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც 24 კარატიან ოქროს წარმოშობს

ოქრო, რომელსაც სურათზე ხედავთ მდინარეში ან მაღაროში არ უპოვიათ. ეს ოქრო ბაქტერიამ შექმნა, რომელსაც უკიდურესად ტოქსიკურ გარემოშიც გადარჩენა და 24 კარატიანი სუფთა ოქროს წარმოება შეუძლია.

მიკრობიოლოგიის და მოლეკულური გენეტიკის ასისტენტ–პროფესორმა კაზემ კაშეფმა ელექტრონული ხელოვნებისა და ინტერმედიის  ასოცირებულმა პროფესორმა ადამ ბრაუნმა შექმნეს ლაბორატორია, რომელშიც  ბაქტერია Cupriavidus metallidurans–თხევადი ოქროს ქლორიდის 99.9 %–იან წმინდა ოქროდ გარდაქმნის.

კაშეფის თქმით, ისინი „მიკრობული ალქიმიით“ არიან დაკავებული და „უფასურ ნივთიერებას [სინამდვილეში, ოქრის ქლორიდი საკმაოდ ძვირი ღირს] ძვირფას ლითონად გარდაქმნიან.“

ბაქტერია საოცრად გამძლეა ამ ტოქსიკური ელემენტის მიმართ. ის 25–ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მეცნიერებს ამ დრომდე მიაჩნდათ. კაზემი და ადამი ლაბორატორიულ პირობებში  Cupriavidus metallidurans ოქროს ქლორიდით კვებავენ და ერთი კვირის შემდეგ ბაქტერია ამ ნივთიერებას ოქროდ გარდაქმნის. მეცნიერების რწმენით, ეს პროცესი რეგულარულად ხდება ბუნებაში.

აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების ალქიმისტებს ფილოსოფიური ქვის ნაცვლად ფოლოსოფიური ბაქტერია უნდა ეძებნათ.