Amazon-მა თამაშების უფასო ძრავი გამოუშვა

Amazon-მა ვიდეო თამაშების შესაქმენლად ახალი უფასო ძრავა Lumberyard გამოუშვა. ძრავა Crytek-ის ცნობილ CryEngine-ზეა დაფუძნებული და მისი საშუალებით თამაშების შექმნა როგორც PC ასევე კონსოლ პლათფორმებზეა შესაძლებელი.

ძრავის გამოყენება სრულიად უფასოა და კომპანია არც შემოსავლების გაყოფას თხოვს დეველოპერებს.

თამაშის მწარმოებელს ფულის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მათი შექმნილი თამაში ონლაინ მულტი-ფლეიერი იქნება და ძრავაში ინტეგრირებული ამაზონის ონლაინ სერვერებით ისარგებლებს.

Crytek, რომლის წარმოებულ ძრავაზეც Lumberyard-ია დაფუძნებული ამაზონმა შარშან შეისყიდა. მოუხედავად ახალი პროდუქტის საფუძვლისა, ახალი ძრავი დამოუკიდებლად განვითარდება და მასში უკვე ჩაშენებულია ისეთი პარამეტრები, რომლებიც მის “მშობელ” ძრავს არ აქვს.

Twitch ChatPlay-ს საშუალებით, რომელიც ვიდეო თამაშების ლაივ სტრიმინგის ვიდეო პლათფორმა Twitch-თან ინტეგრირებული პარამეტრია, დეველოპერებს ლაივში შეუძლიათ ითანამშრომლონ მომავალ მოთამაშეებთან და მათთან ერთად შექმნან თამაშის შინაარსი და მიმდინარეობა.