82 წლის ქალი 96 წლის ბიოლოგიურ დედას პირველად შეხვდა

50 წლიანი ძებნის შემდეგ 82 წლის ბეტი მორელმა თავისი ბიოლოგიური დედა იპოვა და პირველად შეხვდა. 

ლენა პირსი 13 წლის იყო, როდესაც გოგონა ქალქ უტიკას სამშობიაროში გააჩინა. არასრულწლოვანი დედა სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იყო, ამიტომ სოცუალური სამსახურის თანამშრომლებმა მას, როგორც არასრუწლოვანს ბავშვი ჩამოართვეს და გააშვილეს. 

21 წლის ბეტიმ, აღმზრდელი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გაიგო, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას ზრდიდნენ მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. ამის შემდეგ მან თავისი ნამდვილი მშობლების ძებნა დაიწყო და წლების შემდეგ დედას მიაკვლია.