ქართული რესტორანი „რუსიკო“ პოლონეთში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ვარშავაში მდებარე ქართულმა რესტორანმა „რუსიკომ“ პოლონური მედიის Wyborcza-ის ჩატარებული გამოკითხვის „წლის საუკეთესო რესტორნის” გამარჯვებული გახდა.

კონკურსში ქართული რესტორნის კონკურენი ერთი იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო იყო.

„10 წელია ეს ნომინაცია არსებობს. კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. უცხო ქვეყანაში ამხელა წარმატების მიღწევა ჩვენი რესტორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა რესტორნის მეპატრონე რუსიკო თურქისტანიშვილმა.

რესტორანი „რუსიკო” ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს გაიხსნა, სასადილოში თითქმის ყველა დასახელების ქართული კერძია წარმოდგენილი, მათ შორის ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, ტაბაკი, კუბდარი და სხვა. რესტორნის მფლობელებს კერძების დასამზადებლად საჭირო სუნელები საქართველოდან ჩააქვთ.

„ვცდილობთ, ქართული კულტურა და ტრადიციული კერძები საუკეთესო კუთხით ვაჩვენოთ აქაურ საზოგადოებას” - აღნიშნავს რუსიკო თურქისტანიშვილი. 

წყარო: BPN.