რიკოთის უღელტეხილის გზის მოდერნიზებული ვარიანტი სავარაუდოდ ავტობანი იქნება

„ბიზნესკონტაქტის“ ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთის გზის მოდერნიზებული ვარიანტი შესაძლოა ავტობანი იყოს, რაც მგზავრებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასვლას უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 430 კილომეტრის სიგრძის იქნება, მისი დასრულება კი უახლოეს 5-6 წელიწადში იგეგმება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ რიკოთის არსებული მოდერნიზებული გზის ალტერნატივა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზა იქნება.

„თუ ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ შესაძლოა ეს გზა ფასიანიც კი გახდეს” - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

პროექტის ღირებულება 750-800 მილიონიდან შესაძლოა 1,1 მილიარდამდე გაიზარდოს.

წყარო: „ბიზნესკონტაქტი“.