Coca-Cola-ს ქილები Marvel-ის გმირების გამოსახულებებით

7 თებერვალს, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კლარაში Levi-ის სტადიონზე, ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი Super Bowl იწყება.

ჩემპიონატის ტრანსალციის დროს უამრავი პოპულარული ბრენდი გაარეკლამებს თავის პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მათგანმა ჩემპიონატის სარეკლამო ჭრაში ჩასართავად ახალი რგოლი გადაიღო.

მათ შორის არის Coca-Cola-ც. გაზიანი სასმელის კომპანიამ უკვე გამოუშვა ახალი ქილები Marvel-ის გმირების გამოსახულებებით. Coca-Cola-ს რკინის ქილებზე ისეთ სუპერგმირებს შეხვდებით, როგორიცაა რკინის კაცი, შავი ქვრივი, ჰალკი, ანტიმენი, კაპიტანი ამერიკა და ფალკონი. ბრენდის სარეკლამო რგოლი პირველად 7 თებერვალს გავა CBS-ს არხზე.

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი Super Bowl პირველად 1967 წელს ჩატარდა და წელს ის 50-ედ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, ჩემპიონატის ტრანსლირებისას სარეკლამო ჭრაში ჩართვა კომპანიებს 11%-ით მეტი უჯდებათ.