Ben & Jerry's-მა ვეგანებისთვის ნაყინი გამოუშვა

ამერიკულმა სანაყინეების ქსელმა Ben & Jerry’s-მა უკვე გაყიდვაში გამოუშვა 4 სხვადასხვა არომატის ნაყინი, რომელიც არ შეიცავს რძის ან სხვა ცხოველურ პროდუქტებს. 

ნაყინი დამზადებულია ვეგანებისთვის სერტიფიცირებული ნუშის რძით. აქამდე, არაცხოველური პროდუქტების მიმდევრები, შურით უყურებდნენ Ben & Jerry's-ის გემრიელი დესერტებით ხელმომარჯვებულ მეგობრებს. 

Ben & Jerry's-ის არაცხოველური პროდუქტებისგან შექმნილი ნაყინის არომატების მენიუ ასე გამოიყურება:

  • Chocolate Fudge Brownie: ნაყინი შავი ბრაუნის შოკოლადითა და ირისით Greyston Bakery-დან;
  • Chunky Monkey: ნაყინი ბანანით, შოკოლადის ფილითა და კაკლით;
  • Coffee Caramel Fudge: ნაყინი ყავით, შოკოლადის ფილებითა და კარამელით;
  • P.B. & Cookies: ნაყინი ვანილით და შოკოლადის ორცხობილებით.