ტვინ პიქსის ახალ სეზონს ნაომი უოთსი შეუერთდება

Mulholland Drive-ის შემდეგ, ნაომი უოთსი და დევიდ ლინჩი გადასაღებ მოედანზე პირველად შეიკრიბებიან. ბრიტანელი მსახიობი Twin Peaks-ის ახალ სეზონში ტომ საიზმორთან ერთად ჩაერთვება. სიახლეს ამერიკული კინო სამყაროს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომცემლობა Deadline ავრცელებს.

სერიალის ყოფილი მსახიობებიდან, ტვინ პიქსის ახალ სეზონში დაბრუნება მხოლოდ გამომძიებელი დეილ კუპერის როლის შემსრულებელმა კაილ მაკლაჰენმა დაადასტურა, თუმცა Showtime-ის ინფორმაციით, სერიალში შერილინ ფენს, მიგელ ფერერს და შერილ ლისაც ვიხილავთ. გადაღებებში მონაწილეობას მიიღებს ლინჩის დიდი ხნის მუზა ლორა დერნიც.

როგორც Showtime-ის პრეზიდენტი დევიდ ნევისი აცხადებს, Twin Peaks-ის ახალი სეზონის პრემიერა 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.