მობილური აპლიკაცია Go Gudauri უკვე ხელმისაწვდომია

Go Gudauri.today-ის შემქნელმა გუნდმა iPhone-სთვის აპლიკაცია "გაემგზავრე გუდაურშის" პირველი ვერსია გაუშვა. აპლიკაცია ტურისტებს სათხილამურო კურორტის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას სთავაზობს.

ბმულიდან აპლიკაციის გადმოწერის შემთხვევაში, თქვენ შეიტყობთ გუდაურში ამინდის, საინტერესო ადგილების, ბინების, ივენთების, უფასო პროგრამების, სათხილამურო სკოლების, აუცილებელი კონტაქტების, სასწრაფო დახმარების სერვისების, რუკის და სხვა სასარგებლო სერვისების შესახებ.

აპლიკაცია მუდმივად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას. თუ გუდაურში წასვლას აპირებთ, Go Gudauri App თქვენს დასვენებას უფრო უსაფრთხოს, სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის.