შვეიცარიაში მოქალაქეები აირჩევენ, სურთ თუ არა ყოველთვიურად €2.250-ის მიღება

შვეიცარია პირველი ქვეყანაა, სადაც არჩევნების გზით გადაწყვეტენ, გადაუხადონ თუ არა მოქალაქეებს ყოველთვიურად 2,500 შვეიცარული ფრანკი (2,250 ევრო). წინადადების მიღების შემთხვევაში, შვეიცარია ასევე პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოქალაქეებს ამ რაოდენობის სტაბილურ შემოსავალს დაუნიშნავს, იმის მიუხედავად, მუშაობენ ისინი, თუ - არა.

იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ შემოსავლის არსებობის მიუხედავად, ადამიანებს მუშაობის და სამსახურის შოვნის სურვილი მაინც ექნებათ. მათი თქმით, ახალი სქემის უკან მთავარი ლოგიკური იდეა ისაა, რომ მოქალაქე ფინანსურად დამოკიდებული არ უნდა იყოს მხოლოდ დამსაქმებელზე და მას უნდა ჰქონდეს გარანტირებული შემოსავალი იმის მიუხედავად, არის თუ არა დასაქმებული.

ინიციატივის ავტორებს ასევე სურთ, რომ სახელმწიფომ ყველა ბავშვს 625 შვეიცარული ფრანკი (563 ევრო) გადაუხადოს.

შვეიცარული ფრანკი

წინადადებას, რომელიც შვეიცარიის მთავრობას 208 მილიარდი შვეიცარული ფრანკი (187 მილიარდი ევრო) დაუჯდება, მხარს არ უჭერენ არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოლიტიკოსები. აღნიშნული თანხიდან, 150 მილიარდი ფრანკი (135 მილიარდი ევრო) გადასახადებიდან შეიკრიბება, დანარჩენ 55 მილიარდს კი სოციალური დაზღვევის პროგრამიდან გადმოიტანენ.

წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 1,076 ადამიანს შორის ჩატარდა, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ წინადადების არჩევის შემთხვევაში, ადამიანების უმრავლესობა მუშაობას შეწყვეტს, 56% კი მიიჩნევს, რომ ინიციატივა დღის სინათლეს ვერ იხილავს.

წყარო: Independent.