Lego შშმ სათამაშოებს გამოუშვებს

თავის არსებობის ისტორიაში პირველად, ასაწყობი სათამაშოების პოპულარული კომპანია Lego შშმ ახალგაზრდების ფიგურებს გამოუშვებს. კომპანიის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ სათამაშოები გაყიდვაში 2016 წლის ზაფხულში გამოვა.

ცოტა ხნის წინ, Lego გააკრიტიკეს, რადგან კომპანიამ მოხუცი კაცის ფიგურა გამოუშვა, რომელიც ეტლში ზის. აქტივისტების თქმით, ეს სათამაშოები ბავშვებში სტერეოტიპებს გაამყარებს. ამის შემდეგ, კომპანიამ წარადგინა ახალი სათამაშოს მოდელი: ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭუნა ეტლში ზის, თან ნაცრისფერ ქურთუკს და მრგვალ ქუდს ატარებს.

Lego პირველი კომპანია არაა, რომელმაც შშმ სათამაშოები შექმნა. 2016 წლის დასაწყისში, ბრიტანულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Makies-მა პირველი შშმ თოჯინები გამოუშვა. კომპანია შთააგონა სოციალურმა კამპანიამ Toy Like Me (ჩემნაირი თოჯინა), რომელიც ამხნევებდა შშმ ბავშვების მშობლებს და ურჩევდა მათ, რომ მათი შვილების თოჯინები უფრო რეალური გაეხადათ.