თაკო ნაცვლიშვილი Armani Collezioni-ის სახე გახდა

იტალიურ ტანსაცმლის ბრენდს Armani Collezioni-ს ახალი სახე ჰყავს. ის 17 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი გახდა. მან სასიამოვნო სიახლე საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან ამცნო საზოგადოებას.

"ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ ARMANI Collezion-ის ახალი სახე გავხდი. ოცნებები სრულდება! დიდი მადლობა" - წერს თაკო ნაცვლიშვილი. 

ახალგაზრდა მოდელი NEXT Model Management-ის სააგენტოს წარმოადგენს. ის ხშირად ჩნდება Versace-ეს, Giorgio Armani-ის, Dolce & Gabbana-ს, Elie Saab-ის, Christian Dior-ისა და სხვა ცნობილი სამოდელო ბრენდების ჩვენებებში.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, თაკო ნაცვლიშვილმა ARMANI-ის პარიზის მაღაზიაში გამოფენილი საკუთარი სარეკლამო სურათები ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ბრენდის ბილბორდები, ქართველი მოდელის სახით, ასევე არის ARMANI-ის ნიუ-იორკის, მილანის და ლონდონის მაღაზიებში.