კანადელებმა ფინელებისგან ბავშვების მუყაოს ყუთში ძილის მეთოდი გადაიღეს

1938 წლიდან ფინეთის მთავრობა ახალშობილთა დედებს მუყაოს ყუთებს აძლევს, რომელსაც ბავშვის ტანსაცმელი, საფენები, სათამაშოები და ახალშობილის მოვლისთვის აუცილებელი ნივთები მოყვება, თავად ყუთს კი, ბავშვის საწოლის ფუნქცია აქვს. 

ახალი კულტრული ტრადიციის დანერგვის შემდეგ, ფინეთმა ახალშობილთა სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. კანადამ, რომელსაც ახალშობილთა სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემებით ძალიან ცუდი მაჩვენებლი აქვს, წელს ფინეთისგან "ბავშვების ყუთის" სახელმწიფო პროგრამა გადაიღო.

პროექტის საპილოტე ვერსიისთვის უკვე დამზადდა 1,500 ყუთი. ქვეყანაში არსებულ ბავშვთა განვითარების ფონდებს სწამთ, რომ კანადაში ახალშობილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდება, ისევე, როგორც ეს ფინეთში გასულ საუკუნეში მოხდა.

ფინეთში, ბავშვების ყუთი თავდაპირველად მხოლოდ ხელმოკლე ოჯახებზე იყო გათვლილი, თუმცა 1949 წლიდან ყუთი ყველა მომავალი დედისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ახალი კანონის მიხედვით, მის მისაღებად ფეხმძიმე ქალი აუცილებლად უნდა მისულიყო ექიმთან ან მუნიციპალურ კლინიკაში ფეხმძიმობის მეოთხე თვემდე. ასე რომ, ეს ყუთი არა მხოლოდ ეხმარებოდა ახალშობილის დედებს, არამედ "იტყუებდა" კიდეც ფეხმძიმეებს ექიმთან, სადაც პირველად გამოკვლევას უტარებდნენ. ყველა დედას აქვს უფლება აირჩიოს ეს ყუთი ან ფულადი გრანტი - ამჟამად 140 ევროს მოცულობით. თუმცა 95% მაინც ყუთს ირჩევს.

სასტარტო ყუთის შემადგენლობაშია:

  • მატრასი, მატრასის გადასაფარებელი, ქვეშაგები, საბანი, საძილე ჩანთა;
  • თავად ყუთი ხდება აკვანი;
  • თბილი კომბინიზონი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი;
  • თხელი კაპიუშონიანი ჩასაცმელი, ნაქსოვი კომბინიზონი;
  • წინდები, ნაქსოვი ქუდი და ბალაკლავა (თავსაბურავი);
  • უნისექს საცოცები, ბოდეები სხვადასხვა ფერებში;
  • კაპიუშონიანი აბანოს ხალათი, ფრჩხილების მაკრატელი, სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, წყლის თერმომეტრი, საცხები და პირსახოცი;
  • საჭმელი პადები, ხელსახოცები;
  • სურათებიანი წიგნი და საღეჭი სათამაშო;
  • ლიფის საფენები და კონდომები.

წყარო: Independent.