ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" HBO EUROPE AWARD-ის მფლობელი გახდა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" HBO Europe Award-ის მფლობელი გახდა. ჯილდო კოპროდუქციის ფორუმზე When East Meets West გაიცემა.

Last Stop Trieste (LST), სადაც ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი იღებდა მონაწილეობას, დოკუმენტური პროექტების სექციაა, რომელთა პრემიერაც შესაძლოა 2016 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში შედგეს.

ფორუმისთვის მსოფლიოს 19 ქვეყნიდან სულ 22 პროექტი შეირჩა (12 მხატვრული, 10 დუკუმენტური), გამარჯვებულთა შორის კი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი მოხვდა.

"ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.