ორმა სპილომ 5 ტონიანი სატვირთო ავტომობილი გადაბრუნებას გადაარჩინა

სამშაბათს ორმა აზიურმა სპილომ სატვირთო ავტომობილი გადაყირავებას გადაარჩინა.

სატვირთოს ცხოველები ფლორიდიდან დალასის ცირკში გადაჰყავდა. მძღოლმა დასვენება გადაწყვიტა. მან მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და იქვე გააჩერა. ტალახიანი ნიადაგის გამო სატრანსპორტო საშუალება მიწაში ჩაეფლო და ერთ მხარეს გადაიხარა.

ცხოველების მწვრთნელს სიტუაციის გამოსასწორებლად  უჩვეულო იდეა გაუჩნდა. მან სპილოების დახმარებით სატვირთო გადაბრუნებას გადაარჩინა.

ადგილზე მისვლის შემდეგ შერიფის დეპარტამენტის თანამშრომლები გაოგნებული დარჩნენ, იმის ნახვით, რომ ორი სპილო 18 ბორბლიან მანქანას აკავებდა.

ბევრისთვის სპილოების ცირკში გამოსვლა მიუღებელია მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო. ამერიკის წამყვანი ცირკები Ringling Bros. და Barnum & Bailey უახლეოს მომავალში ამ ცხოველების საცირკო გამოსვლების შეჩერებას აპირებენ.