ოპერის გახსნის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

დღეს, 25 იანვარს, ოპერის გახსნის კვირეული იწყება და 2 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, სახელწოდებით "ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია".

მომდევნო დღეებში კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა, ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებული ფილმის "შედევრის" გაცოცხლების პრეზენტაცია, ასევე ფოტო გამოფენა ოპერა, რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ და სხვა ღონისძიებები.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. 31 იანვარს კი "აბესალომ და ეთერის" ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალს და სახალხო არტისტს მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. დასასრულს კი თეატრის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.