შვედმა კრიტიკოსმა ლია ლიქოკელის თარგმანს პოზიტიური შეფასება მისცა

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

შვედური მედიაგამომცემლობა Tidningen Kulturen ქართველი მწერლის, ლია ლიქოკელის თარგმანს ეხმაურება და მის ნამუშევარს დადებით რეცენზიას უძღვნის.

"მისი ზოგიერთი პოემა ნამდვილად გრძელია, ხოლო სურათები, რომელსაც ლია ლიქოკელი ქმნის, მკითხველს საშუალებას აძლევს ყურადღება მოიკრიბოს და დაფიქრდეს. რთულია მისი ტექსტების ორიგინალურობა და სიმდიდრე აღწერო, ეს მწერალი უამრავ ჯილდოს იმსახურებს" - წერს შვედეთში ცნობილი კრიტიკოსი სტიფან ესტბი.

რეცენზიის ავტორი იხსენებს ლია ლიქოკელის ინტერვიუს და დასძენს: "შესაძლოა ის ცხოვრებაში არაა პეპი, თუმცა თავის ნაწარმოებებში ის ანც გოგონას აცოცხლებს". სტეფან ესტბი ქართველ მწერალს მე-20 საუკუნის ცნობილ შვედ პოეტს სონია იაკესონს ადარებს და თან ამატებს, რომ მართალია მისი წაკითხვა შვედურად მოუწია, აშკარააა რომ ლიქოკელი ენას ოსტატურად ფლობს.

წყარო: litagora.ge