დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ლეონარდო დიკაპრიო დააჯილდოვეს

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ლეონარდო დიკაპრიოს კრისტალის ჯილდო გადასცეს იმ სამსახურისთვის, რომელიც მან კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გასწია. 

ჰოლივუდის მსახიობმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია დამატებით 15 მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავს იმ გარემოს დაცვის პროექტებში, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას აგრძელებს. 

"მარტივად რომ ვთქვათ, უფლება არ უნდა მივცეთ ნავთობს რომ ადამიანების და სამყაროს მომავალი გააუარესოს. საკმარისია, ის რაც ხდება და ეს ყველამ ვიცით. ისტორია აუცილებლად გვეტყვის საყვედურს, თუ ეს არ შევაჩერეთ" - თქვა ლეონარდო დიკაპრიომ სიტყვით გამოსვლისას. მსახიობმა აღნიშნა ბილ გეიტსის წვლილიც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.

ფორუმზე დააჯილდოვეს სხვა მსახიობები და მუსიკოსებიც. ლეონარდო დიკაპრიოსთვის კრისტალის ჯილდო 2016 წელს მიღებული ჯილდოებიდან უკვე მეორეა.