183 წლის კუ სწორი კვების წყალობით გამოჯანმრთელდა

მსოფლიოს უხუცესი ცხოველი, რომელიც მიწაზე ბინადრობს, 183 წლის კუა. მას ჯონათანი ჰქვია. კუ ბოლო ხანებში თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა ის მას შემდეგ მომჯობინდა, რაც ექიმმა ჯანსაღი დიეტა დაუნიშნა.

აღმოჩნდა, რომ კუ მხედველობისა და ყნოსვის პრობლემების გამო არასწორად იკვებებოდა. ის ტოტებს, ფოთლებს და ჭუჭყსაც კი ჭამდა, ამიტომ ჯონათანი, ექიმის რჩევით, მაღალი კალორიულობის მქონე ხილისა და ბოსტნეულის დიეტაზე გადაიყვანეს. შედეგად, კუმ წონაში მოიმატა და დაუბრუნდა თავის ყოველდღიურ ყოფას სხვა კუებთან ერთად.