Bing.com-მა საიტის ფონად დავით გარეჯის სურათი დააყენა

Bing საძიებო სისტემაა, რომელიც 2009 წლის 28 მაისს მაიკროსოფტის CEO-მ სტივ ბალმერმა საზოგადოებას საზეიმოდ წარუდგინა. საიტმა ფუნქციონირება 3 დღეში დაიწყო. იმავე წლის 29 ივლისს Microsoft-სა და Yahoo!-ს შორის ახალი შეთანხმება დაიდო, რის შემდეგაც Bing Yahoo!-ის საძიებო სისტემაზეა მიბმული.

საიტზე გადასვლისას ძიების ველის თემად წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული შთამბეჭდავი სურათები. 2 დღეა Bing-ს ფონად დავით გარეჯის სურათი უდევს.

2015 წლის ნოემბერში Bing ამერიკის რიგით მეორე უდიდეს საძიებო სისტემად დაასახელეს. გამოკითხვის მიხედვით, პირველ ადგილზეა Google, რომელსაც 63.9% იყენებს, Bing-ს კი - 20,9%. მისი მონაცემებიდან 12,5% Yahoo!-დან ინფორმაციის მაძიებლებზე მოდის.