სტუდენტები 7 ქვეყნიდან ზაზა ფაჩულიას უჭერენ მხარს

იტალიის ქალაქ პესკარაში პროგრამა United In Diversity-ის ფარგლებში 7 ქვეყნის სტუდენტები ტრენინგებს გადიან. იტალიელ, პორტუგალიელ, პოლონელ, უკრაინელ, სომეხ და თურქ ახალგაზრდებს შორის არიან ქართველი სტუდენტებიც.

როგორც პროექტში მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა გვითხრა, საქართველოს შესახებ პრეზენტაციის შემდეგ, მისი გუნდის წევრები 6 ქვეყნის სტუდენტებს მოუყვნენ, რომ ქართველი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია All Star-ის თამაშში მოსახვედრად გულშემატკივრების გამოკითხვაში იღებს მონაწილეობას. საქართველოთი აღფრთოვანებული უცხოელი სტუდენტები ზაზას მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთვნენ. 

გულშემატკივრებს ხმის მიცემა 19 იანვარს, თბილისის დროით 09:00 საათამდე შეუძლიათ. 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მისცეთ ხმა ზაზა ფაჩულიას. 14 იანვრის შედეგებით, ქართველი სპორტსმენი მე-8 ადგილზეა. NBA-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგები 21 იანვარს გამოქვეყნდება.