ბელგიელმა ასტრონომებმა დევიდ ბოუის ახალი თანავარსკვლავედი აჩუქეს

ბელგიელმა ასტრონომებმა ცაში ყურებისას აღმოაჩინეს ახალი თანავარსკვლავედი, რომელიც შიდი მნათობისგან შედგება და გაერთიანებისას ბოუის მეექვსე ალბომის გარეკანზე არსებული ფერადი ელვის ფორმას იღებს. 

"თანავარსკვლავედი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ბოუის ელვა Aladdin Sane-დან, მომღერლის სიკვდილის დროს დავაფიქსირეთ და გადავწყვიტეთ, რომ ის ყოფილიყო დევიდ ბოუის ახალი ადგილი გალაქტიკაში" - თქვა ბელგიის საჯარო ობსერვატორიიის ერთ-ერთმა მკვლევარმა ფილიპ მოლეტმა.

ყველას შეგიძლიოთ ეწვიოთ საიტს Stardust For Bowie და ელვის ფორმის თანავარსკვლავედში აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წერტილი, სადაც დაამატებთ ვარსკვლავს, რომელზეც დევიდ ბოუის თქვენს საყვარელ სიმღერას აღნიშნავთ.