ტექნოპარკი იდეების მქონე გუნდებს განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს პირველი ტექნოლოგიური პარკი ეძებს გუნდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეა, ამ იდეის კომერციულ პროექტად განვითარების და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სურვილი. შერჩეული სტარტაპები ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში განთავსდებიან.

ბიზნეს ინკუბატორში Start-Up-ებს სხვადასხვა სერვისებს შესთავაზებენ, ისინი მიიღებენ ფინანსურ, იურიდიულ და ბუღალტრულ მომსახურებას, გაივლიან კონსულტაციას მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების მართვის და სხვა დარგების ექსპერტებთან. სტარტაპებს წვდომა ექნებათ ყველა მათთვის საჭირო სერვისთან.

ტექნოპარკის წევრობის, სხვადასხვა სერვისებით სარგებლობის და ბიზნეს ინკუბატორში მოხვედრის პირობები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე www.techpark.ge