"ტარტუს" უნივერსიტეტში სტუდენტები ქართულ ენას ისწავლიან

ესტონეთის ნაციონალური და ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი "ტარტუ" თავის სტუდენტებს ქართული ენის სწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსები 15-16 კვირის ხანგრძლივობის იქნება და თებერვლის მეორე კვირას დაიწყება.

ესტონელ სტუდენტებს "ქართული ენის კურსს დამწყებთათვის" ერთი სემესტრის განმავლობაში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი წაუკითხავს. 

ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფასოა და მათზე სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 2015 წელს ქართული ენის სწავლა უცხოელმა სტუდენტებმა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტშიც დაიწყეს.

წყარო: Georgia Today.