თბილისის მეტრო 50 წლის გახდა

თბილისის მეტროპოლიტენის გახსნა, 1966 წ. 11 იანვარი © ნოე ლაცაბიძე

თბილისის მეტრო 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა.

ეს ფოტოები მემანქანე ნოე ლაცაბიძემ მეტროპოლიტენის გახსნის დღეს გადაიღო. ისინი ალეკო ელისაშვილმა თავის ფეისბუქის პროფილზე გაავრცელა. "1966 წლის 11 იანვრის დილის 6 საათიდან მეტროს მგზავრები გადაჰყავდა პირველი რიგის პირველ უბანზე, ანუ სადგურ "დიდუბიდან" - "რუსთაველის მოედნამდე". პირველი საცდელი მატარებელი კი საცდელ რეისზე მემანქანე ნოე ლაცაბიძემ 28 ნოემბერს გაიყვანა. ყველა თბილისელს და განსაკუთრებით მეტროპოლიტენის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ამ დღეს!" - წერს ალეკო ელისაშვილი.

ამჟამად თბილისის მეტროში 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ორ წელიწადში სადგურებს 23-ე მეტროსადგური "უნივერსიტეტი" დაემატება, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც 28 ივლისს გაიხსნა

ნოე ლაცაბიძე; 1966 წ. 11 იანვარი