იაპონიაში მატარებელი რამდენიმე სადგურს მხოლოდ ერთი მგზავრისთვის გადის

უკვე სამი წელია, იაპონური მატარებელი ყოველდღე გადის დამატებით კილომეტრებს ერთი მოსწავლის გამო. ყოველ დილით და საღამოს Kami-Shirataki-ის სადგურზე მატარებელი მიდის და პატარა გოგონა, რომლის სახელსაც მედია-გამომცემლები არ ავრცელებენ, სკოლაში მიჰყავს და გაკვეთილების დასრულების შემდეგ შინ აბრუნებს.

გადაწყვეტილება რკინიგზის კომპანიამ Hokkaido Railway Co-მ 3 წლის წინ მიიღო. მატარებელი გოგონას სახლთან ახლოს მდებარე სადგურში მანამდე ივლის, სანამ ის სკოლას არ დაამთავრებს.

"აი როგორ მოქმედებს კარგი მთავრობა. ყველა მოქალაქე მნიშვნელოვანია, არცერთი ბავშვი უნდა ჩამორჩეს თანატოლს საცხოვრებელი ადგილის გამო" - წერს ერთი მომხმარებელი CCTV-ის ფეისბუქის გვერდზე.