სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი ამოქმედდა

2016 წლის 4 იანვრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ერთიანი საინფორმაციო სამსახური - ცხელი ხაზი ამოქმედდა. 

საინფორმაციო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების პროექტების თუ საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ცხელი ხაზის ნომერია 247 01 01. საინფორმაციო სამსახური იმუშავებს ყოველდღე (შაბათ-კვირის ჩათვლით) 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.