შორეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შორეთის სამონასტრო კომპლექსზე პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რაც გულისხმობდა : საძირკვლის გამაგრებას, სამხრეთ - დასავლეთ კედელზე საპირე ქვების გადაწყობას და გამაგრებას, ინტერიერში კედლების და თაღის რეაბილიტაციას, გადახურვის მოწყობას.

მონასტრისგან შემორჩენილია მთავარი ტაძარი სხვადასხვა დროის და დანიშნულების მინაშენებით, სამრეკლოთი და კარიბჭით, აგრეთვე ჩრდილო - დასავლეთ კუთხესთან მცირე სწორკუთხა ნაგებობის (სავარაუდოდ სკრიპტორიუმის) ნაშთით.

შორეთის სამონასტრო კომპლექსი (XIV - XV სს) ოთხი ისტორიული პროვინციის : სამცხის,ჯავახეთის, თორის და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძის ხევში, დაბა ასპინძიდან 11კმ.-ში მდებარეობს.