ერთ სურათში მოქცეული მთელი სამყაროს რუკა

მუსიკოსმა და მხატვარმა პაბლო კარლოს ბუდასიმ შექმნა რუკა, რომელიც მთელ კოსმოსს ერთ პატარა, წარმტაც სურათში ათავსებს. კარტოგრაფიული ნამუშევრის მისაღებად, ბუდასიმ NASA-ს ტელესკოპებიდან და მოსიარულე რობოტებისგან (rovers) მიღებული სურათები გააერთიანა Princeton University-ის ასტრონომების მიერ შექმნილ სამყაროს ლოგარითმულ რუკებთან.

ლოგარითმული რუკების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უზარმაზარ სივრცეს ადვილად აღსაქმელ გრაფიკად აქცევენ, შემდეგ ამცირებენ სკალებს და ფიგურებს სურათის ცენტრისკენ წევენ. ამის გამო, საგნებს, რომლებსაც სურათის შუაგულში არიან, იმაზე მაღალი სკალით ვხედავთ, ვიდრე ნაპირებში დარჩენილ ფიგურებს. ასე რომ, ნაპირისკენ წარმოდგენილი გაშლილი სივრცე შედარებით უფრო შემჭიდროვებული და დაპატარავებულია რუკაზე.