საახალწლო გასართობი პროგრამები ზოოპარკში

7 იანვრის ჩათვლით ყოველდღე, 13:00-დან 16:00 საათამდე, თბილისის ზოოპარკი გეპატიჟებათ საახალწლო გასართობ პროგრამაზე.

სტუმრებს უმასპინძლებენ ხალისიანი თოვლის ბაბუა და ელფები, ილუზიონისტი და ოჩოფეხა.

პატარებისთვის გაიმართება მარიონეტი თოჯინების წარმოდგენა, გუნდური და მუსიკალური თამაშები.

სტუმრების განკარგულებაში იქნება გასართობი სადგურები:
• დართსი;
• ტეზერბოლი;
• ტანგრამი/ჩინური კოშკი;
• მანქანების რბოლა;
• სასურათე სტენდი;
• ბუშტის ფიგურები;
• კონკურსი მაგიდის ფეხბურთსა და მაგიდის ჰოკეიში;
• მხიარული სათვალეები;
• ოჩოფეხები;
• ბურთის სროლა მიზანში.