დედა, რომელმაც 43 წელი მამაკაცად გაატარა, ეგვიპტის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

ეგვიპტელი ქვრივი 43 წლის განმავლობაში მამაკაცად ცხოვრობდა, რათა შვილები და შვილიშვილები ერჩინა.

კონსრვეტიული ქალაქის ლუქსორის 65 წლის მოსახლე სისა აბუ დაუ 6 თვის ორსული იყო, როდესაც ქმარი გარდაეცვალა.

21 წლის მარტოხელა დედა ვერ არჩენდა ოჯახს და არც გათხოვება სურდა. მან თავი გადაიპარსა, კაცის ტანსაცმელი ჩაიცვა და სამსახურის საძებნელად გავიდა. თავიდან ის აგურს ამზადებდა, შემდეგ კი ფეხსაცმლის მწმენდავად დაიწყო მუშაობა.

თავდადებულ დედას ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ალ-სისიმ გადასცა ჯილდო.

სექსუალური ძალადობისგან დაცული აბუ დაუ ბედნიერად ცხოვრობდა როგორც კაცი. იმის მიუხედავად, რომ მისი სქესი უკვე ყველამ იცის, მაინც მამაკაცის ტანსაცმელში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას.

"ჩემს ძმებს სურდათ ჩემი გათხოვება... ისინი ყოველთვის ახალ სასიძოებს მაცნობდნენ," თქვა სისა აბუ დაუმ.