საბურთალოს რაიონში ახალი სკვერების მოწყობა დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩიქოვანის №30, 34 და 36 კორპუსებში ახალი სკვერების მოწყობა დაასრულა. ახალ სკვერებში მოპირკეთდა სასეირნო ბილიკები, დაიდგა ადგილობრივი წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარი, სკამები, საქანელები და სანაგვე ურნები; მოეწყო დეკორატიული განათების სისტემები. 

აღნიშნული ტერიტორია საბურთალოს რაიონის ის ნაწილია, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.