გამოვიდა ნინა სუბლატის ახალი კლიპი Dark Desire

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნინა სუბლატის გულშემატკივრების რამდენიმე თვიანი მოლოდინი და გამოვიდა მომღერლის ახალი კლიპი Dark Desire, რომლის გადაღებებიც ზაფხულში მიმდინარეობდა.

Dark Desire-ზე კომპანია Big Cake მუშაობდა, კლიპის რეჟისორია დათო გოგოხია, რომელმაც ასევე გადაიღო I've Got An Idea. გოგოხიას ეკუთვნის Warrior-ის კლიპიც, რომლითაც ნინა სუბლატი 2015 წლის მაისში Eurovisia-ზე წარსდგა.

სიმღერა iTunes-ზე და Spotify-ზე 26 დეკემბერს გამოჩნდა და ლატვიის iTunes-ის ტოპ სიმღერების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიკავა.