მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ტომ ჰენქსთან ერთად თამაშობს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში Bridge of Spies-ში თამაშობს, რომელშიც მისი პარტნიორია ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენქსი.

დრამატულ თრილერში, რომელიც ცივი ომის პერიოდში მომხდარ ნამდვილ ამბებზე დაყრდნობით გადაიღეს, ნინიძე საბჭოთა კავშირს ემსახურება და დაკითხვებში მთავარი მოქმედი პირია. ჰენქსი თამაშობს ადვოკატს ბრუკლინიდან, სახელად ჯეიმს დონოვანს. მას სი-აი-ეი ამრიკელი პილოტის გასათავისუფლებად რთულ მისიაში აგზავნის.

სპილბერგმა მერაბ ნინიძე 10 წლის წინ გადაღებულ ფილმ Nowhere In Africa-ში იხილა და ისე მოიხიბლა მისი შესრულების მანერით, რომ თავის ახალ ფილმში მიიწვია. Bridge of Spies გადაღება 2014 წლის 28 სექტემბერს ბრუკლინში დაიწყო და მისი პრემიერა 2015 წლის 4 ოქტომბერს შედგა.

ფილმი საქართველოში 26 დეკემბრიდან შემოვიდა, "ჯაშუშების ხიდზე" ბილეთების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.

მერაბ ნინიძე ფილმში Nowhere in Africa