საშა ბარონ კოენმა სირიელი მიგრანტების დასახმარებლად 1 მლნ დოლარი გამოყო

ბრიტანელმა კომედიანტმა საშა ბარონ კოენმა და მისმა ავსტრალიელმა ცოლმა და ჰოლივუდის მსახიობმა ისლა ფიშერმა სირიელი მიგრანტების დასახმარებლად 1 მილიონი აშშ დოლარი გაიღეს.

ქველმოქმედების სახით გამოყოფილი თანხა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცემა, Save the Children-ს და International Rescue Committee-ის, რომლებიც ლტოლვილებს ეხმარებიან. დონაცია თავშესაფარში მყოფი მიგრანტების დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციას, გამოკვებას და განათლების მიღებას მოხმარდება.

საშა ბარონ კოენი ცნობილია ბორატ საგდიევის (ყაზახი ჟურნალისტი) და ადმირალ-გენერალ ალადინის (აფრიკული ქვეყნის - ვადიის დიქტატორი) როლებით.