ქართველმა ალპინისტებმა ისტორიაში პირველად ჭაუხის მთა ზამთარში დალაშქრეს

ქართველმა ალპინისტებმა ბიძინა გუჯაბიძემ, ირაკლი გუჯაბიძემ, ილია ბერულავამ და ზურაბ კვესიტაძემ, ისტორიაში პირველად, ზამთრის სეზონზე, დაიპყრეს ჭაუხში მდებარე ჯავახიშვილის მწვერვალი, რომელიც კატეგორიების მიხედვით მეხუთე სირთულისაა. 

მწვერვალისკენ გზაზე, ოთხმა ალპინისტმა 2 ღამე მთაში, რთულ ამინდში, გაათენა.

"ეს ამ წლის ბოლო ასვლა იყო, მაგრამ ქვევითობისას უკვე გეგმებს ვსახავთ, რთულია მიიღო ამხელა ახალი გამოცდილება და არ დაგეგმო რამე საოცარი მომავალი წლისთვის, ეხლა თბილისში ვართ, ვთბებით და ვისვენებთ, უკვე ვიცით რომელი მწვერვალები დაგველოდებიან მომავალ წელს, ჩვენ კი იქამდე ვივლით მთაში სანამ ისინი იქ გველოდებიან, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას, რომლის დამსახურებითაც შედგა ეს ექსპედიცია" - წერს ირაკლი გუჯაბიძე ბლოგზე.