გორში ,,სოციალურმა მაცივარმა’’ ფუნქციონირება დაიწყო

გორის ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას“ ორგანიზებითა და ,,ორბელიანი საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით დღეს გორში, თიბისი ბანკის მიმდებარედ, ,,სოციალური მაცივარი’’ დაიდგა. 

მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ საკვები, ხილი, ტკბილეული და სხვა საკვები და გაუზიარონ მათ ვისაც ეს სჭირდება. ასე ორგანიზატორები ცდილობენ, ქალაქში არც ერთი ადამიანი არ იყოს მშიერი. მაცივარზე განთავსებულია შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს მომხმარებელი.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ქალაქ გორის მერია და თიბისი ბანკი, კონსულტანტი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო. 

ლევან ახალკაცისა და კახაბერ ქარელიძის ფოტოები