ახალი წელი მთაწმინდის პარკში

25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მთაწმინდის პარკი გეპატიჟებათ ყოველდღიურ საახალწლო შოუ პროგრამაზე.

მთაწმინდის პარკში თქვენ დაგხვდებათ:
❄ სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა
❄ საშობაო სოფელი
❄ საახალწლო ნაძვის ხე
❄ საციგურაო მოედანი
❄ ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფების კონცერტები
❄ ილუზიონისტის შოუ
❄ ანიმაციის ჯგუფი გასართობი შოუ პროგრამებით
❄ ატრაქციონები ყველა ასაკისთვის
❄ პარკის სენბერნარები - სენბი და ბერნარდი

პარკის ადმინისტრაცია ასევე გთავაზობთ, საახალწლო მოსაწვევს, რომლის ღირებულება 12 ლარია და მასში შედის: საჩუქარი თოვლის ბაბუასგან, სრიალი საციგურაო მოედანზე, ბილეთი გიგანტურ ბორბალზე და ილუზიონისტის შოუ.