შობას და ახალ წელს მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

ახალი წლის ღამეს, 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

რაც შეეხება საბაგიროს, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - „რიყე-ნარიყალა“ 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.