ელენე ახვლედიანის ფერწერულ ტილოს რესტავრაცია ჩაუტარდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო განყოფილების მიერ რესტავრაცია ჩაუტარდა XX საუკუნის ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის ელენე ახვლედიანის ფერწერულ ტილოს ,,ბეგების სამფლობელოს დარბევა გლეხების მიერ’’ (XXს), რომელიც ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატია.

დღემდე დამთვალიერებელს არ ჰქონდა საშუალება ეხილა ის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში, ვინაიდან ტილოზე არსებული დაზიანებების გამო მისი ვიზუალურ აღქმა შეუძლებელი იყო. სარესტავრაციო განყოფილების მიერ ტილო სათანადოდ იქნა გაწმენდილი, ხოლო ტილოს დაკარგული ქსოვილი და საღებავი აღდგენილი.