ეს წყვილი 68 წლიანი განშორების შემდეგ შეუღლდა

ფრენკ გრეი და ადა ჰეტჩის სიყვარულის ისტორია 1946 წელს დაიწყო, როცა პირველად ნახეს ერთმანეთი რელიგიურ ბანაკში.

„რელიგიურ ბანაკში ვიყავით, სახლი ძალიან მენატრებოდა და სევდას ფრენკის იქ ყოფნა მიმსუბუქებდა,“ ამბობს ადა. „ჩვენ დავმეგობრდით და დავახლოვდით.“

ბიჭმა მალევე მოიკრიბა მხნეობა გოგონას პაემანზე დასაპატიჟებლად.

„სახლში დაბრუნების შემდეგ, ცოტა ხანში კინოთეატრში დავპატიჟე,“ ამბობს ფრენკი.

6 თვიანი რომანის შემდეგ შეყვარებულები დაშორდნენ და მოგვიანებით სხვა ადამიანებთან ერთად ოჯახებიც შექმნეს.

რამდენიმე ათწულეულის შემდეგ ფრენკმა, რომლის ცოლი 2 წლის გარდაცვლილი იყო, შეიტყო, რომ ადას მეუღლე გარდაიცვალა. გადაწყვიტა, რომ ბავშობის სიყვარულთან ბედი ისევ ეცადა და ადას დაუკავშირდა. ქალი შეხვედრაზე დასთანხმდა.

წყვილმა გადაწყვიტა, რომ დროის დაკარგვა არ ღირდა და პირველი შეხვედრიდან  68 წლის შემდეგ, ვალენტინობის დღეს მათი ქორწილიც შედგა.